პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1983 წლის 30 აპრილს ქ. ქუთაისში.
განათლება
2000 წელს დაამთავრა ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის N 1 კლასიკური გიმნაზია.
2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2006-2012 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე, კერძოდ, იყო აღნიშნული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სამოქალაქო სექტორის წამყვანი სპეციალისტი, სამოქალაქო პალატის სხდომის მდივანი და მოსამართლის თანაშემწე.
2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კონსულტანტად.
2015 წლის აგვისტოდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.