ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანა ჩოგოვაძე

ანა ჩოგოვაძე

ანა ჩოგოვაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1976 წლის 6 მაისს ქ. წყალტუბოში.

განათლება

1993 წელს დაამთავრა ქუთაისის N 7 საშუალო სკოლა.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2005-2015 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.

2016 წლიდან ირიცხება აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის დოქტორანტად.

ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.

სამუშაო გამოცდილება

1999-2001 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2001 წელს მუშაობდა ქ. ქუთაისის მერიაში იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად.

2001-2002 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის მერის მრჩევლად ადამიანის უფლებების დაცვისა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დარგში.

2002-2004 წლებში იყო ქუთაისის მერის მუდმივი წარმომადგენლი საკრებულოში.

2005-2007 წლებში მუშაობდა შპს „ქუთაისის ბავშვთა №1 პოლიკლინიკაში“; შპს „ფარში“; შპს „ქუთაისის სისხლის ბანკში“, სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიაში“ იურისტად.

2005-2007 წლებში იყო სსიპ "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" ლექტორი.

2007-2012 წლებში იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2008 წლიდან ახორციელებდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.

2012 წლის 11 ივნისიდან იყო ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოში.

2011-2014 წლებში იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის ლექტორი.

2014 წლის ივნისიდან მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

2015 წლის აგვისტოდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.