ანა დოლიძე დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში „ქალი ლიდერების 21-ე საერთაშორისო კონფერენციაში“ მიიღებს მონაწილეობას, სადაც სიტყვით გამოვა და შეხვედრებს გამართავს ქალ ლიდერებთან.
კონფერენციას დაესწრებიან სამეფო ოჯახის წევრები, ცნობილი სახეები, ქალი მინისტრები, ელჩები და პოლიტიკური ლიდერები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
კონფერენციის თემას გენდერული თანასწორობის კუთხით საჯარო და კერძო სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა და მომავალი სტრატეგიის დასახვა წარმოადგენს.