პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1979 წლის 24 იანვარს ქ. თბილისში.
განათლება
1994 წელს დაამთავრა თბილისის N 159 საშუალო სკოლა.
2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2004 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2005 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2011 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
სამუშაო გამოცდილება
2001-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში სპეციალისტის თანამდებობაზე.
2005-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2010-2011 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
2012-2013 წლებში იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და სამოსამართლო უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2013-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2015 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.