პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1967 წლის 2 დეკემბერს ქ. ახალციხეში.
განათლება
1984 წელს დაამთავრა ახალციხის N 4 საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა ერევნის ეკონომიურ-იურიდიული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1998-2006 წლებში მუშაობდა თბილისის იურიდიულ-სამართლებრივი ფირმა „სიმართლეში“ ადვოკატად.
2002-2006 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ახალციხის ფილიალის კოორდინატორად.
2006-2007 წლებში მუშაობდა ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2007-2016 წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
2017-2020 წლებში იყო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2020 წლის მარტიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.