საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,ამნისტიის შესახებ”, რომელიც გამოქვეყენბისთანავე უნდა ამოქმედდეს და ერთი თვის ვადაში შესრულდეს.
კანონი ,,ამნისტიის შესახებ” ერთჯერადი ხასიათის აქტია. აღნიშნული კანონი გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილ, ბრალდებულ, განსასჯელ და მსჯავრდებულ პირებს.
ასევე, ამ კანონის შესაბამისად სისხლისსამართლებრივ დევნას წყვეტს იმ პირთა მიმართ,რომლებიც 1995 წლამდე სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ბრალდებულის სახით იყვნენ პასუხისგებაში და რომელთა მიმართაც გამოცხადებულია ძებნა.

კანონი ,,ამნისტიის შესახებ” გამოქვეყნებულია ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” 2007 წლის 5დეკემბრის #41 ნომერში.
კანონის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე
,,სასარგებლო ინფორმაციაში”.კანონის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე