ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ამირან ძაბუნიძე

ამირან ძაბუნიძე

ამირან ძაბუნიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 23 იანვარს ქ. ვილნიუსში.

განათლება

1991 წელს დაამთავრა თბილისის N 47 საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკური მართვის უნივერსიტეტის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა-მენეჯმენტის სპეციალობით.

2009-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

1994-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდში იურისტად.

2001-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად.

2003-2006 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმა „მთაწმინდის ადვოკატურაში“ ადვოკატად.

2006-2007 წლებში იყო ფონდ „ფინკა ინტერნეიშენალის“ საქართველოს ფილიალის „ფინკა საქართველოს“ იურისტი.

2007-2009 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე.

2011-2013 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2013-2015 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე.

2015-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2017-2020 წლებში იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე.

2020-2021 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე.

2021 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე