მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ამბროლაურის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
სასამართლოში სტაჟირების ვადაა 6 თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. კონკრეტულ დავალებებს სტაჟიორი შეასრულებს სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებითა და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა კურსის სტუდენტი.
სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სამომხმარებლო დონეზე კომპიუტერთან მუშაობისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;
ვ) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
ზ)საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;
თ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
ი) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები.
„ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში (მის: ქ. ამბროლაური, მ. კოსტავას ქუჩა №13, ტელ: 0-437-2-16-76, 0-437-2-16-74, უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);
ბ) ავტობიოგრაფია და CV;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირის მიერ;
ვ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3/4);
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
საბუთების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2012 წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 14 სექტემბერი. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს სამი კვირისა.