პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1985 წლის 8 ნოემბერს ქ. თბილისში.
განათლება
2002 წელს დაამთავრა ქ. თელავის N 7 საშუალო სკოლა.
2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი.
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და საერთო სპეციალიზაციით.
2007-2008 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული გამოცდა.
2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2011 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
არის 2015 წელს გამოცემული სახელმძღვანელო წინადადებების თანაავტორი სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე, რომელიც განკუთვნილია საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის.
2008-2015 წლებში იყო მართლმსაჯულების, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის, ადამიანის უფლებების, სწავლების თანამედროვე მეთოდების, მენეჯმენტისა და კომუნიკაციის თემებზე გამართული არაერთი კონფერენციის, სემინარის, სასწავლო ვიზიტის, სამუშაო შეხვედრის, ტრენინგის მომხსენებელი და მონაწილე.
სამუშაო გამოცდილება
2006 წელს გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
2006-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტად, ამავე კოლეგიის სხდომის მდივნად და მოსამართლის თანაშემწედ.
2008 წელს მუშაობა განაგრძო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსად.
2009-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე და ამავე სასამართლოს კანცელარიის განყოფილების უფროსი.
2010-2011 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ და ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების უფროსის მოვალეობა.
2010-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საჯარო მოხელეთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე.
2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ.
2012-2013 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.
2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ.
2015 წლის 18 აპრილს მიენიჭა კომპანია ,,Hall Booth Smith, P.C."-სა და ატლანტის (აშშ, შტატი - ჯორჯია) სამართლებრივი საზოგადოების საპატიო წევრის წოდება.
2015 წლის სექტემბრიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.
2016 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2022-2024 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის მოსამართლე.
2024 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.