სიახლეები
-
მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსზე დარეგისტრირებული კანდიდატები
მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსზე 2014 წლის 22 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით დარეგისტრირდა 99 კანდიდატი.
ვაქვეყნებთ მოსამართლეობის კანდიდატთა სიას.
12 თებერვალი 2014 -
2014 წლის 17 თებერვალს გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა შედგება 2014 წლის 17 თებერვალს, 15:00 საათზე.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
11 თებერვალი 2014 -
მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია.
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 16 00 საათიდან.5 თებერვალი 2014 -
გაგრძელდა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაციის ვადა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით გაგრძელდა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა. რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 9 თებერვლის ჩათვლით. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაკონკრეტდა
4 თებერვალი 2014 -
2014 წლის 3 თებერვალს გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2014 წლის 3 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხების განხილვა.
სხდომა დახურულია.
29 იანვარი 2014 -
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევი კონკურსი გამოაცხადა
2013 წლის 1 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისაგან შედგება. საბჭოს 8 წევრს ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
28 იანვარი 2014