სიახლეები
-
გამოცხადდა რეგისტრაცია საცდელ გამოცდაზე!!!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2014 წლის 20 და 27 სექტემბერს ატარებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდას. გამოცდა პირველად ჩატარდება ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.
გამოცდის ჩატარებამდე დაგეგმილია ელექტრონული პროგრამის ტესტირება. ამ მიზნით 2014 წლის 7 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს საცდელ საკვალიფიკაციო გამოცდას, რომელიც რეალური გამოცდის იდენტურად ჩატარდება . ტესტირებისას გამოყენებული იქნება 2012-2013 წლებში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის შექმნილი ტესტები და კაზუსები.
14 აგვისტო 2014 -
18 ივლისი 2014

2014 წლის 22 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2014 წლის 22 ივლისს,12:00 საათზე გაიმართებასაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დაიხურება, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ არსებული დისციპლინური საქმეები.
18 ივლისი 2014 -
14 ივლისი 2014

2014 წლის 17 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2014 წლის 17 ივლისს,15:00 საათზე გაიმართებასაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
14 ივლისი 2014 -
დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2014 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) – 2014 წლის 27 სექტემბერს.
9 ივლისი 2014 -
04 ივლისი 2014

2014 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ არსებული დისციპლინური საქმეები.
სხდომა დახურულია.
4 ივლისი 2014 -
ვენეციის კომისიის წევრები სტუმრად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
2014 წლის 30 ივნისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე-საბჭოს წევრი ბატონი ზაზა მეიშვილი, საბჭოს წევრები - მერაბ გაბინაშვილი და ვახტანგ მჭედლიშვილი ვენეციის კომისიის წევრებს: ქალბატონ სლავიკა ბანიჩს, ევროსაბჭოს ექსპერტებს ბატონებს ვერშურის, ბორკოვსკის და ვენეციის კომისიის სამდივნოს იურისტს ბატონ ზია ტანიარს შეხვდნენ.
1 ივლისი 2014