სიახლეები
-
09 მარტი 2015

2015 წლის 11 მარტს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2015 წლის 11 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: საერთო სასამართლოების მოსამართლეთთათვის დანამატის გაცემისა და სსიპ-საერთო სასამართლოების დეპარტამენტებისთვის ბიუჯეტის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
იხილეთ დღის წესრიგი თანდართული ფაილის სახით.
9 მარტი 2015 -
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2015 წლის 6 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
6 მარტი 2015 -
ევროკავშირის ექსპერტები სტუმრად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, მოსამართლეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
4 მარტი 2015 -
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები ესტუმრნენ
2015 წლის 18 თებერვალს,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
19 თებერვალი 2015 -
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ეუთოს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
19 თებერვალი 20152015 წლის 18 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ეუთოს მიერ განხორციელებულ სასამართლო მონიტორინგის ანგარიშთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
-
სატენდერო განცხადება!
პროექტ -HELP 28-ში-ფარგლებში, ევროპის საბჭომ გამოაცხადა სატენდერო განაცხადების მიღება ევროპის ადამიანის უფლებების სტანდარტებზე კურიკულუმის შემუშავებაში საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით.
ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ევროპის საბჭო ეძებს კონსულტანტებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კურიკულუმების შემუშავებაში შემდეგ საკითხებში:
- ბრძოლა რასიზმის, ქსენოფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ,
- მონაცემების დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები,
- შრომითი უფლებები,
- ადამიანის ხელშეუხებლობის უფლება.
განაცხადები მიიღება 2015 წლის 2 მარტამდე.
სრული ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსალოდნელი მომსახურების, ასევე თუ ვის აქვს განაცხადის შეტანის უფლებამოსილება და შერჩევის კრიტერიუმები ხელმისაწვდომია ევროსაბჭოსა და ბრიუსელის ვებ-გვერდზე: www.coe.int; www.eurobrussels.com.
13 თებერვალი 2015