სიახლეები
-
08 მაისი 2015

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა კონკურსზე დარეგისტრირებული კანდიდატები
2014 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარდგინებით მიმართა იუსტიციის უმაღლეს სკოლას და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ მსმენელთა რაოდენობა განსაზღვრა 20 ერთეულით.
მსმენელთა რეგისტრაცია მიმდინარეობდა იანვრის თვეში, ხოლო დამატებითი რეგისტრაცია მაისის თვეში.
მსმენელთა კონკურსზე დარეგისტრირდა 113 კანდიდატი. (იხ. კანდიდატთა სია)
8 მაისი 2015 -
04 მაისი 2015

2015 წლის 8 მაისს 12:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2015 წლის 8 მაისს 12:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დაიხურება, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ არსებული დისციპლინური საქმეები.
4 მაისი 2015 -
ინფორმაცია იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსის თაობაზე
იწყება 2014 წლის დეკემბრის თვეში გამოცხადებული იუსტიციის სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსზე დამატებითი რეგისტრაცია.მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და მისი ჩაბარებიდან არაა გასული 7 წელი.1 მაისი 2015 -
26 აპრილი 2015

მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 26 აპრილის სხდომაზე მოსამართლოების კანიდიდატთა კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა 24 მოსამართლე.
26 აპრილი 2015 -
21 აპრილი 2015

2015 წლის 26 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2015 წლის 26 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა.
21 აპრილი 2015 -
21 აპრილი 2015

2015 წლის 24 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2015 წლის 24 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხილეთდღის წესრიგითანდართული ფაილის სახით.
21 აპრილი 2015