სიახლეები
-
07 ოქტომბერი 2016

გრძელდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებთან გასაუბრება!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებთან გასაუბრებას.
გასაუბრება გაიმართება 2016 წლის 10 ოქტომბერს.
იხილეთკანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი.
7 ოქტომბერი 2016 -
07 ოქტომბერი 2016

"მოამბის" და "მაესტროს" კითხვებს ლევან მურუსიძე პასუხობს.
"მოამბის" და "მაესტროს" კითხვებს ლევან მურუსიძე პასუხობს.
იხილეთ ბმული:
"მოამბე"
https://www.youtube.com/watch?v=sBIsJ42Cr0g"მაესტრო"7 ოქტომბერი 2016https://www.youtube.com/watch?v=59Ub4doaSvM -
06 ოქტომბერი 2016

გრძელდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებთან გასაუბრება!
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებთან გასაუბრებას.
გასაუბრება გაიმართება 2016 წლის 7 ოქტომბერს, ინდივიდუალურ დროსთან დაკავშრებით კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.იხილეთკანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი.
6 ოქტომბერი 2016 -
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართვა საზოგადოების, საერთო სასამართლოების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსისადმი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბ-ნ მამუკა ახვლედიანსა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ბ-ნ ნიკა გვარამიას შორის გამართული პირადი საუბრის ფარულ ჩანაწერებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიუღებლად მიიჩნევს უკანონოდ მოპოვებული პირადი საუბრის ჩანაწერების გავრცელებას მედია სივრცეში და იმედოვნებს, რომ საქმე ჯეროვნად იქნება გამოძიებული და დადგინდება ჩანაწერების გავრცელების მიზანი და პასუხისმგებელი პირები. იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რომლის ადეკვატურობა საუბრის მონაწილეებს არ უარყვიათ, გამოხატავს აღშფოთებას სასამართლოს თავმჯდომარესა და საქმის მხარეს შორის შემდგარი კომუნიკაციის გამო. განხილვაში მყოფ საქმესთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარესთან იმ სასამართლოს თავმჯდომარის ნებისმიერი კომუნიკაცია, სადაც აღნიშნული საქმე იხილება, ყოვლად დაუშვებელია და წარმოადგენს არა მხოლოდ სამოსამართლო ეთიკის პრინციპების, არამედ საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ საქართველოს კანონის უხეშ დარღვევას, ამასთან, არა მარტო სასამართლოს თავმჯდომარის, არამედ დაინტერესებული მხარის მხრიდანაც.
5 ოქტომბერი 2016 -
04 ოქტომბერი 2016

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა!
2016 წლის 5 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა, მედიით გავრცელებულთბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან განხორციელებული კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით.
4 ოქტომბერი 2016 -
04 ოქტომბერი 2016

იწყება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებთან გასაუბრება!
4 ოქტომბერი 2016საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებთან გასაუბრებას. გასაუბრება დაიწყება 2016წლის5 ოქტომბერს10:30საათზე.
გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშრებით კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
იხილეთკანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი.