სიახლეები
-
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს 2016 წლის შემაჯამებელი შეხვედრა
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ სასამართლო სისტემის 2016 წლის საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მან შეხვედრის მონაწილეებთან პრეზენტაციის ფორმატში ვრცლად მიმოიხილა უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავდა რეფორმის ოთხი შემდეგი ძირითადი მიმართულების- მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა; მართლმსაჯულების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა; ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულება; მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და ნდობა - პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
19 დეკემბერი 2016 -
29 ნოემბერი 2016

2016 წლის 2 დეკემბერს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა!
2016 წლის 2 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხ. დღის წესრიგი.
29 ნოემბერი 2016 -
25 ნოემბერი 2016

2016 წლის 28 ნოემბერს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა!
2016 წლის 28 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხ. დღის წესრიგი.
25 ნოემბერი 2016 -
ევროპის საბჭოში საქართველოსთვის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს
2016 წლის 15 ნოემბერს ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია ქართულ მხარესთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით.
21 ნოემბერი 2016 -
21 ნოემბერი 2016

ინფორმაცია!!!
2016 წლის 21 ნოემბერს დაგეგმილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გადაიდო 2016 წლის 28 ნოემბრისათვის.
21 ნოემბერი 2016 -
18 ნოემბერი 2016

2016 წლის 21 ნოემბერს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2016 წლის 21 ნოემბერს 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგიიხილეთ თანდართული ფაილის სახით.
18 ნოემბერი 2016