სიახლეები
-
13 აპრილი 2017
ინფორმაცია საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის შესახებ
2017 წლის 7 და 13 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 მარტის №145 დადგენილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
13 აპრილი 2017 -
12 აპრილი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 აპრილის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 აპრილის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
12 აპრილი 2017 -
11 აპრილი 2017
2017 წლის 21 აპრილს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 21 აპრილს 11 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
დღის წესრიგი განთავსდება მოგვიანებით.
11 აპრილი 2017 -
10 აპრილი 2017
ინფორმაცია!
2017 წლის 11 აპრილს 14:00 საათზე ჩატარდება გასაუბრება 3 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან, რომელთაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა უმთავრდებათ 2017 წლის 27 მაისს.
10 აპრილი 2017 -
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი აირჩიეს
2017 წლის 8 აპრილს, მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა მეოცე რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 261 მოსამართლიდან 205-მა მიიღო.
მოსამართლეთა კონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გიორგი მიქაუტაძე (196 ხმა) და რევაზ ნადარაია აირჩიეს (195 ხმა).
ასევე, ფარული კენჭისყრით, არჩეულ იქნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი - მერაბ ლომიძე (197 ხმა).
კონფერენციაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ დამსწრე საზოგადოებას ,,მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი წარუდგინა.
10 აპრილი 2017 -
06 აპრილი 2017
ცვლილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ჩატარების დღესთან დაკავშირებით
2017 წლის 07 აპრილს დაგეგმილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, ჩატარდება 2017 წლის 11 აპრილს, 11:00 საათზე.
იხილეთ დღის წესრიგი.
6 აპრილი 2017