სიახლეები
-
22 მაისი 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 22 მაისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 22 მაისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
22 მაისი 2017 -
21 მაისი 2017

ცვლილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 22 მაისის სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით!
2017 წლის 22 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დაიწყება 12:00 საათზე, ნაცვლად გამოქვეყნებული 11:00 საათისა.
დღის წესრიგიიხილეთ თანდართული ფაილის სახით.
21 მაისი 2017 -
16 მაისი 2017

2017 წლის 22 მაისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2017 წლის 22 მაისს 11:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
16 მაისი 2017 -
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის დღეს ულოცავს ყველა მოსამართლეს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის დღეს ულოცავს ყველა მოსამართლეს, უსურვებს მათ წინსვლას და წარმატებებს პროფესიულ და პირად საქმიანობაში.
15 მაისი 2017 -
11 მაისი 2017

მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის შედეგები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა 64 მოსამართლე.
მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაცია 112-მა კანდიდატმა გაიარა.დოკუმენტაციის გადარჩევის შედეგად კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდა 108 კანდიდატი.გასაუბრების ეტაპზე გამოცხადდა 104 კანდიდატი. საბოლოოდ
11 მაისი 2017 -
10 მაისი 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვახტანგ მჭედლიშვილის მიმართვა
პატივცემულო კოლეგებო,
მსურს გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში გამოცხადდა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი.
2017 წლის 31 მარტის სხდომაზე წარმოვადგინე ჩემი მოსაზრებები კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებიდან. აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა იმ კანდიდატებთან მიმართებით, რომლებსაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. საბჭოს შევთავაზე, რომ პროცესის მიმართ ბუნდოვანებისა და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე კენჭისყრა ჩატარებულიყო მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მიიღებდა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ალტერნატიულ ვერსიას, რომლის ვადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა მიმდინარე წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული წინადადება საბჭოს უმრავლესობის მიერ არ იქნა გაზიარებული.
10 მაისი 2017