Latest News
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად ახალი კონკურსი ცხადდება (EN) February 24, 2017

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად დღეიდან კონკურსი ცხადდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წლიდან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას; ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული); ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს  კანონმდებლობას.

მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა (EN) February 23, 2017

2017 წლის 23 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მესამე სამუშაო ჯგუფის - „ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების“ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა სინერჯი ჯგუფი და ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფის მომხსენებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ბატონი კახაბერ სოფრომაძე. ესწრებოდნენ: სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღია წერილი (EN) February 23, 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ  ირაკლი კობახიძეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს

ბატონებო, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის არჩევისათვის ჩატარებულმა პროცედურებმა ჯერ საქართველოში და შემდეგ ევროპის საბჭოში, გამოავლინა გარკვეული ხარვეზები და ნაკლოვანებები. ევროპის საბჭოს პროცედურების გაუმჯობესების მიზნით მე უკვე მივმართე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ჩემი რამდენიმე  წინადადებით. ნება მიბოძეთ, ახლა თქვენ გაგიზიაროთ რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა და როგორ უნდა შეიცავალოს ეროვნულ პროცედურებში, რათა შესაძლებელი გახდეს ყველაზე უფრო შესაფერისი კანიდატურების გამოვლენა და წარდგენა. 

2017 წლის 17 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა (EN) February 16, 2017

2017 წლის 17 თებერვალს, 11:00 საათის ნაცვლად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  სხდომა გაიმართება 15:00 საათზე.

დღის წესრიგი განთავსდება მოგვიანებით.

სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მე-4 გასვლითი სხდომა გაიმართა (EN) February 12, 2017

2016 წლის 10-12 თებერვალს, ბორჯომში, სასტუმროში ,,Crowne Plaza”-ში სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მე-4 გასვლითი სხდომა გაიმართა.

კომიტეტის შეხვედრის მიზანს სასამართლო სისტემის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა და მის ძირითად პრინციპებზე შეთანხმება წარმოადგენდა. სხდომაზე დამუშავდა ოთხი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება: დამოუკიდებლობა  და მიუკერძოებლობა; ანგარიშვალდებულება; ხარისხიანი, ეფექტიანი და  ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე  და სანდო მართლმსაჯულება.

ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში (EN) February 9, 2017

2017 წლის 8 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს MATRA სამართლის უზენაესობის ტრენინგ- პროგრამის წარმომადგენლობითი დელეგაცია   ეწვია.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი - პეპინ გერიტსი, ევროპის ადამიანის უფლებათა სამართლის დარგში ლეიდენის სამართლის სკოლის პროფესორი - რიკ ლოუსონი, ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის სამართლის უზენაესობის ტრენინგ- პროგრამის მენეჯერი - როს მერტენსი.