
2018 წლის 20 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შექმნილი I სამუშაო ჯგუფის (სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა) შეხვედრა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდას 2018 წლის 30 ივნისსა და 7 ივლისს.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

2018 წლის 16 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგი იხილეთ მოგვიანებით.
2018 წლის 4 აპრილს, საქართველოს იუსტიციის საბჭომ და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა უმასპინძლეს საჯარო კონფერენციას თემაზე „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტები აშშ-სა და საქართველოში“, რომელიც გაიმართა პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში. კონფერენცია ჩატარდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2018 წლის 04 აპრილს 12:00 საათზე გაიმართება 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შექმნილი III სამუშაო ჯგუფის (ხარისხიანი მართლმსაჯულებისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა) შეხვედრა.

2018 წლის 2 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ამერიკის შეერთებული შტატების მეოთხე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ელისონ ქეი დანქენი დაესწრო.