ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხათუნა ნადიბაიძე

ხათუნა ნადიბაიძე

ხათუნა ნადიბაიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 15 მარტს ქ. ახალციხეში.

განათლება

1995 წელს დაამთავრა ახალციხის შ. რუსთაველის სახელობის N1 საშუალო სკოლა.

2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2008-2009 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2002-2005 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2006 წლებში იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა შპს ‘’იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპში".

2006-2007 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონულ პროკურატურაში პროკურორად.

2007-2008 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში პროკურორად.

2009 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში;

2009-2019 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2019 წელს იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.