პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1984 წლის 8 ნოემბერს ქ. ოზურგეთში.
განათლება
2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2008 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით
2008 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.
2013 წლიდან დღემდე არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი.
2014 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2016–2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2006-2007 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში.
2007-2008 წლებში იყო საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსის თანაშემწე.
2008-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე.
2015-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ.
2016-2018 წლებში იყო სს "სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი - არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" სალიკვიდაციო კომისიის წევრი.
2016-2018 წლებში მუშაობდა შპს "არქიმედეს კლინიკაში" იურისტად.
2018 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2021 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.