ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხათუნა კაკაბაძე

ხათუნა კაკაბაძე

ხათუნა კაკაბაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 24 ივნისს ქ. თბილისში.

განათლება

1994 წელს დაამთავრა თბილისის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის №155 საშუალო სკოლა.

1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2000 წელს სამოსამართლეო სწავლების ცენტრში გაიარა სპეციალური სასწავლო კურსი და ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2002 წელს სამოსამართლეო სწავლების ცენტრში გაიარა სპეციალური სასწავლო კურსი - სამოქალაქო საპროცესო სამართალი, სისხლის საპროცესო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, საკონსტიტუციო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი.

2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2014 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

1999-2005 წლებში მუშაობდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში, სხდომის მდივნად და მოსამარღლის თანაშემწედ.

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2006-2014 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ სამოქალაქო სამართლის საქმეთა პალატაში.

2015-2015 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში აპარატის სამართლებრივი და ორგანიზაციული განყოფილების თანაშემწედ.

2015 წლის აპრილიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.