პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1973 წლის 10 ივნისს საჩხერის რაიონის სოფ. ჩიხაში.
განათლება
1990 წელს დაამთავრა სოფ. ჩიხას საშუალო სკოლა.
1990-1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2005 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ასპირანტურა კერძო სამართლის სპეციალობით.
2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
სამუშაო გამოცდილება
1990-1996 წლებში იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა საიჯარო ფირმა "პრო-22-ში"
1996-1998 წლებში იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა შპს "ბიზნეს-ასისტენტში"
1998-2000 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში, ამავდროულად მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მრჩევლად.
1999-2004 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტად.
2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად.
2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარების" მთავარ ექსპერტად სამართლებრივ საკითხებში.
2004 წელს პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში.
2005-2007 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უფროსად.
2007-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.