ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქეთევან ჯაჭვაძე

ქეთევან ჯაჭვაძე

ქეთევან ჯაჭვაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს ქ. თბილისში.

განათლება

1993 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 10 საშუალო სკოლა.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება

1999-2006 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას იურიდიული მომსახურების კომპანია ''სიმართლეში''.

2006-2007 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს კონსულტანტი.

2007-2009 წლებში იყო გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.

2009-2011 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2011-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2017-2025 წლამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.