ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქეთევან სტურუა

ქეთევან სტურუა

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1991 წლის 20 აპრილს ქ. თბილისში.

განათლება

2009 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N117 საჯარო სკოლა.

2013 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2015 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2019 წელს გაიარა მედიაციის 40 საათიანი კურსი.

2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2014-2016 წლებში იყო "თიბისი ბანკის" საკრედიტო ადმინისტრატორი.

2016-2020 წლებში იყო სს "ტერაბანკის" იურიდიული, კორპორატიული მართვის და რეგულაციებთან შესაბამისობის განყოფილების სასამართლოსთან ურთიერთობის ჯგუფის იურისტი .

2020-2023 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე.

2024 წლის დეკემბრიდან არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.