პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1988 წლის 13 დეკემბერს ქ. გორში.
განათლება
2006 წელს დაამთავრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლა.
2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2012 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2012-2023 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები - გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია; მართლმსაჯულება და საინფორმაციო ტექნოლოგიები; სამოქალაქო საპროცესო სამართლის აქტუალური საკითხები; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.
2018 წელს გაიარა ტრენინგი - გადაწყვეტილების დასაბუთება და ნორმის განმარტება.
2021 წელს გაიარა ტრენინგი - ბავშვის უფლებათა კოდექსი.
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2011-2013 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.
2013-2029 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2019-2023 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2024 წლის 1 ოქტომბრიდან გამწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.