ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფიქრია სიქტურაშვილი

ფიქრია სიქტურაშვილი

მაგისტრატი მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 18 სექტემბერს, ქ. ცხინვალში.

განათლება

1992 წელს დაამთავრა ქ. ხაშურის N3 საშუალო სკოლა.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1998-1999 წლებში გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები.

2004 წლს ჩააბარა პროკურატურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2005 წელს შსს აკადემიაში გაიარა უბნის ინსპექტორის მოსამზადებელი კურსები.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატურის გამოცდა.

2008 წელს და 2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით.

2023-2025 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2001-2002 წლებში მუშაობდა სკოლა-ლიცეუმ "მწიგნობარში" სამართალმცოდნეობის მასწავლებლად.

2002-2003 წლებში იყო თბილისის ბიზნესისა და საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის ლექტორი საკონსტიტუციო სამართალში.

2005-2006 წლებში მუშაობდა შსს-ში უბნის ინსპექტორის პოზიციაზე.

2006-2008 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს წამყვანი სპეციალისტი და კანცელარიისა და მოქალაქეტა მისაღები განყოფილების უფროსი.

2008-2018 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სსამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მთავარი სპეციალისტი.

2018-2022 წლებშ იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კონსულტანტი.

2022-2023 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცცელარიისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი.

2025 წლის ივლისიდან არის სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

2025 წლის ივლისიდან მივლინებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში და ასრულებს მოსამართლის უფლებამოსილებას.