პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1987 წლის 18 ივლისს ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
განათლება
2004 წელს დაამთავრა ზუგდიდის ექსპერიმენტულ-პროფილური სკოლა.
2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2015-2016 წლებში გაიარა პროფესიული მენეჯმენტის კურსი - გერმანიის მოხელეთა აკადემია (dbb Academy).
2017 წელს გაიარა სასწავლო კურსი ჰოსპიტაციაზე სასამართლოს საქმისწარმოების შესწავლის მიზნით - დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში (OLG).
2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2018 წელს გაიარა ტრენინგი მართლმსაჯულების ორგანიზება და მენეჯმენტი (პარიზი, საფრანგეთი) - საფრანგეთის მაგისტრატურის ეროვნული სკოლა (ENM), ევროპის სამოსამართლოს სწავლების ქსელი (EJTN).
2018 წელს გაიარა სამოსამართლო სწავლების ტრენინგი ტალინში (ესტონეთი) - ევროპის სამოსამართლოს სწავლების ქსელი (EJTN).
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2008 წელს იყო სს ბანკი „რესპუბლიკას“ მოლარე-ოპერატორი.
2008 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სტაჟიორი.
2009-2013 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უმცროსი კონსულტანტი და კონსულტანტი.
2013-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი.
2016-2019 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიწვეული მასწავლებელი.
2021 წლის ივნისიდან გამწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 3 წლის ვადით.