ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტარიელ ტაბატაძე

ტარიელ ტაბატაძე

ტარიელ ტაბატაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1967 წლის 13 სექტემბერს ადიგენის რაიონის სოფელ ჩორჩანში.

განათლება

1984 წელს დაამთავრა ადიგენის საშუალო სკოლა.

1988 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2000 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება

1988-1992 წლებში მუშაობდა ადიგენის რაიონის სახალხო სასამართლოში სხდომის მდივნად.

1992-1993 წლებში მუშაობდა ადიგენის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიულ საკითხთა სპეციალისტად.

1993-1994 წლებში მუშაობდა ადიგენის რაიონის შსს განყოფილებაში გამომძიებლად.

1994-1995 წლებში მუშაობდა ახალციხის შსს რაიგანყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილებაში გამომძიებლად.

1995-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციაში.

1999-2001 წლებში მუშაობდა იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურების ცენტრში იურისტად.

2001-2007 წლებში იყო ჭიათურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2007-2012 წლებში იყო მესტიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებმოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2012-2015 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2014 წლის ივლისიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2015 წლის აგვისტოდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2023 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.