პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1987 წლის 12 ოქტომბერს ქ. თბილისში.
განათლება
2005 წელს დაამთავრა დაბა ადიგენის საშუალო სკოლა.
2009 წელს დაამთავრა ახალციხის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2020 წელს დაამთავრა სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2010 წელს გაიარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართალში.
2011 წელს გაიარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო სამართალში.
2012 წელს ჩააბარა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა.
2013 წელს გაიარა ტრენინგი - საკონსტიტუციო და თვითმმართველობის საფუძვლები, საჯარო სამსახური და ადმინისტრაციული წარმოება.
2013 წელს გაიარა ტრენინგი - საკონსტიტუციო და თვითმმართველობის საფუძვლები, საჯარო სამსახური და ადმინისტრაციული წარმოება.
2015-2023 წლებში გავლილი აქვს საქართველის ადვოკატთა ასოციაციის შემდეგი ტრენინგები - ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები; თანასწორობის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის აკრძალვა; შრომის სამართალი; პრობლემური საკითხები სამშენებლო სამართალში; ინტელექტუალური საკუთრება; ნაფიცმსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევევბი ადვოკატებისათვის; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და კეთილსინდისიერი შემძენის უფლება; ბავშვის საუკეთესო ინტერესი; მტკიცებულებათა დასაშვებობა სისხლის სამართლის პროცესში; პროფესიული ეთიკა - კოლეგიალობის პრინციპი; არასრულწლოვანთა უფლებების სპეციალიზებული კურსი (სამოქალაქო); ოჯახში და ქალთა მიმართა ძალადობის სამართლებრივი რეგულაციები; ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა; ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო სამართალში; ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართალში.
2017 წელს გაიარა ტრენინგი - ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები და მათი განხორციელების ასპექტები.
2017-2019 წლებში გაიარა იურიდიული დახმარების სამსახურის შემდეგი ტრენინგები - ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები; სამოქალაქო საქმისწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში; საგამოძიებო მოქმედებები, მტკიცებულებები და მტკიცების საგანი სისხლის სამართლის პროცესში; სასჯელის დანიშვნა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება; შრომის სამართლის აქტუალური საკითხები; დანაშაულის პროვოცირების აკრძალვა; ნაფიცმსაჯულთა შერჩევა და ინსტრუქციები; სამეწარმეო სამართალი; ვალდებულებითი სამართალი; საგადასახადო სამართალი; დაკავება და აღკვეთის ღონიძიებები; წინასასამართლო სხდომა და მტკიცებულებათა დასაშვებობა სისხლის სამართლის პროცესში; მტკიცებულებათა მოპოვება დაცვის მხარის მიერ.
2021 წელს გაიარა ტრენინგი - მტკიცებულებათა დასაშვებობა სისხლის სამართლის პროცესში.
2022 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2010-2013 წლებში იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში.
2013-2022 წლებში იყო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის/ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით.
2012-2023 წლებში საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა და იყო წევრი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
2023 წელს იყო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმეთა ხარისხის შეფასების სამმართველოს იურისტი.
2024 წლის 1 ოქტომბრიდან გამწესებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.