ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოსო სალთხუციშვილი

სოსო სალთხუციშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1985 წლის 24 სექტემბერს

განათლება

2002 წელს დაამთავრა მარტყოფის N2 საშუალო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2016-2020 წლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიება და ტრენერთა ტრენინგი ამავე თემაზე; პროგრამა ანტიდისკრიმინაციულ საკითხებზე, საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, პედაგოგიკა და ფსიქოლოგია; შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული.

2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა.

2022 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2007 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს სტაჟიორი.

2007-2008 წლებში იყო რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი და შემდეგ სპეციალისტი.

2009-2013 წლებში იყო მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2013-2015 წლებში იყო ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2015-2016 წლებში იყო - საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი.

2016-2019 წლებში იყო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილე.

2019-2021 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე.

2021-2023 წლებში იყო მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილე.

2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.