2026 წლის 2 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.
ადმინისტრაციულმა კომიტეტმა 2026 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა:
- საქართველოს მოსამართლეთა XXXVII რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2026 წლის 10 ოქტომბერი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 11:00 საათზე), ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მის.: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19;
- საქართველოს მოსამართლეთა XXXVII რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი;
- საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა;
- საარჩევნო ბიულეტენების და ოქმების ნიმუშები.
კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე (9 ოქტომბრის, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.
აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს.
საკონტაქტო პირი: სალომე ზაქაშვილი
ტელ.: 599 86 19 17
ელ.ფოსტა: szaqashvili@gmail.com
საქართველოს მოსამართლეთა XXXVII რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი;