იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხულოს მუნიციპალიტეტში - ბატონი ნუგზარ მგელაძე.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია სასამართლო სისტემისა და სრულიად იურიდიული საზოგადოებისათვის.
ვუსამძიმრებთ ბატონი ნუგზარის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს.