საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ბატონი გიორგი გოგიაშვილის გარდაცვალების გამო.
იგი იყო ღირსეული პიროვნება და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე მოსამართლე.
ბატონმა გიორგი გოგიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მართლმსაჯულების განვითარებაში.
ვუსამძიმრებთ ამ მძიმე დანაკლისს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელ იურიდიულ საზოგადოებას.