ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამძიმარი

18 მარტი 2026

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.  

შეუფასებელია მისი ღვაწლი ჩვენი სამშობლოს წინაშე. იგი იყო ეპოქალური პიროვნება, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში გახლდათ საქართველოს სულიერი მამა და ქართული ეკლესიის წინამძღოლი.

ვუსამძიმრებთ ქართულ ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც მისი სიბრძნე, რწმენა და მამობრივი სიტყვა დიდი ძალისა და იმედის წყარო იყო. მისი ცხოვრება იყო მაგალითი ერთგულების, სიყვარულისა და სულიერი სიმტკიცის.

უფალმა დაუმკვიდროს მას სასუფეველი, ხოლო ჩვენ მოგვცეს ძალა, ღირსეულად გავაგრძელოთ მისი დაწყებული გზა და გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის დატოვებულ მემკვიდრეობას.