პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1989 წლის 8 ოქტომბერს ქ. თბილისში.
განათლება
2007 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N23 საჯარო სკოლა.
2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2013 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2012-2020 წლებში გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის შემდეგი ტრენინგები - ლიდერობა და მენეჯმენტი; სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითხები; საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალი; ეფექტიანი კომუნიკაცია; ადმინისტრაციული და სამოქალაქო ხელშეკრულებების გამიჯვნა; დისკრიმინაციის აკრძალვა "შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები"; სამოქალაქო საპროცესო სამართლის აქტუალური საკითხები; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; მართლმსაჯულების სკოლა.
2019 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით.
2019 წელს გაიარა ტრენინგი - დისკრიმინაციის მიმართულების სტატისტიკის ანალიზის ფორმების შევსების შესახებ.
2020 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2020 წელს გაიარა ტრენინგი - ბავშვის უფლებათა კოდექსი.
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2012-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე.
2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.