ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რომან კუპატაძე

რომან კუპატაძე

რომან კუპატაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 6 სექტემბერს ქ. თელავში.

განათლება

1992 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N172 საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციაში.

2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2014-2015 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

1998-2001 წლებში საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა კერძო საადვოკატო ფირმა შპს ,,სიმართლეში".

2002-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი.

2004 წელს იყო ჯერ ასპინძის, ხოლო შემდეგ ახალქალაქის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი.

2004-2007 წლებში იყო სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი იურისტი.

2007-2013 წლებში იყო სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი იურისტი.

2013-2016 წლებში იყო სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამართლებრივი ექსპერტიზის განყოფილების უფროსი.

2016-2020 წლებში იყო გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2020-2022 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2022-2023 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2024 წლის იანვრიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.