ოზურგეთის გაერთიანებული რაიონული სასამართლო ამოქმედდა 2009 წლის 10 სექტემბრიდან.
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ოზურგეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში 3 მოსამართლეა, მაგისტრატი მოსამართლეები უფლებამოსილებას ახორციელებენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 22 საშტატო ერთეულით.