ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო ჯოჯუა

ნინო ჯოჯუა

ნინო ჯოჯუა

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1988 წლის 19 სექტემბერს ქ. სოხუმში

განათლება

2004 წელს დაამთავრა N173 საჯარო სკოლა

2008 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2008 წელს გაიარა ტრენინგი "კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის როლი სისხლის სამართლის პროცესში".

2008 წელს გაიარა ტრენინგი "სისხლის სამართალი" საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2009 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.

2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2014 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2020-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2010-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის რეფერენტი.

2013-2017 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2017-2020 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მწერალი თანაშემწე.

2022 წლის მარტიდან არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.