პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1986 წლის 29 დეკემბერს ქ. რუსთავში
განათლება
2004 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის N5 საჯარო სკოლა.
2008 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2008 წელს გაიარა ტრენინგები - ადგილობრივი დემოკრატია, საერთაშორისო გამოცდილება; street law.
2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წელს გაიარა ტრენინგი - სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტი "სასამართლო მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა".
2011-2019 წლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - დისკრიმინაციის მიმართულების სტატისტიკის ანალიზის ფორმების შევსების შესახებ; სამართლებრივი მართლწერა; სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული; ქალტა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; მტკიცებულებათა ცნება (შეფასება, დაშვება, გამოკვლევა, გამოქვეყნება და დემონსტრირება); სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა; განაჩენის დასაბუთება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და დასაბუთება, ნასამართლეობის მოხსნა; სასამართლო განაჩენთა დასაბუთება; ეფექტუეი კომუნიკაცია და მისი როლი მომსახურებაში.
2022 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2008-2009 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკანტი.
2009-2010 წლებში იყო ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს პრაქტიკანტი.
2010-2011 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაჟიორი.
2011-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივანი.
2015-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.
2024 წლის 1 ოქტომბრიდან გამწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.