პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1985 წლის 15 ნოემბერს ქ. თბილისში.
განათლება
2003 წელს დაამთავრა თბილისის N209 საშუალო სკოლა.
2007 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2009 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2011 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.
2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2008-2009 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
2009-2016 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნისა და მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე.
2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მთავარი კონსულტანტი - მწერალი თანაშემწე.
2018-2019 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მწერალ-თანაშემწის პოზიციაზე.
2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2023 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.