ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო ქადაგიძე

ნინო ქადაგიძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1969 წლის 30 ივლისს ქ. თბილისში.

განათლება

1986 წელს დაამთავრა ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული საშუალო სკოლა.

1993 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება

 

1994-1995 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეურნეო სამმართველოს საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების უფროსი კონსულტანტი

1996 -1997 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის სამმართველოს ეკონომიკური კანონმდებლობის განყოფილების მთავარი კონსულტანტი.

1997-1998 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.

1998-2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

2000-2002 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი/მოსამართლე.

2013-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

2019 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

2020 წლის მარტიდან არჩეულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 10 წლის ვადით.

2020-2024 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.