პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1989 წლის 9 აგვისტოს ქ. ქუთაისში.
განათლება
2006 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა.
2010 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2011 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2011 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.
2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2020-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2010 წლის მარტიდან სექტემბრამდე იყო ააიპ ,,თბილისელების ადვოკატის" იურიდიული კონსულტანტი.
2010 წლის აპრილიდან ივნისამდე იყო სტაჟიორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში.
2011 წელს იყო სტაჟიორი თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
2012-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი.
2014-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სხდომის მდივანი.
2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2018-2020 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე.
2020 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი.
2022 წელს იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2022 წლის მარტიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.