პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1986 წლის 10 იანვარს ქ. თბილისში.
განათლება
2003 წელს დაამთავრა თბილისის N 3 ქართული გიმნაზია.
2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2014 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხით.
2008 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.
2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2017 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
2010-2016 წლებში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იყო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის, ადამიანის უფლებების, მენეჯმენტისა და კომუნიკაციის თემებზე გამართული არაერთი კონფერენციის, სემინარის, სამუშაო შეხვედრისა და ტრენინგის მონაწილე. ასევე, გაეცნო ნაფიც მსაჯულთა სისტემას.
სამუშაო გამოცდილება
2006 წელს იყო სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
2007-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტი, შემდეგ ამავე კოლეგიის სხდომის მდივანი და მოსამართლის თანაშემწე.
2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უფროსი კონსულტანტი (მწერალი-თანაშემწე).
2017-2019 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2019-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2023-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.