პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 16 ივნისს ქ. თბილისში.
განათლება
1991 წელს დაამთავრა დაბა კოჩუბეის (დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა) საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება
1999-2003 წლებში იყო დუშეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი.
2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, ხოლო 2004-2005 წლებში უფროსი გამომძიებელი.
2005 წელს იყო მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი.
2005-2006 წლებში იყო დუშეთის რაიონული პროკურორი.
2006-2007 წლებში იყო მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი.
2007-2008 წლებში იყო შიდა-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი.
2008-2019 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2019 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ, კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე.
2019-2020 იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
2020 წლის მარტიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩია.
2024 წლის მარტის 2025 წლის სექტემბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მეორე ვადით.
2025 წლის 13 ივნისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2025 წლის 18 ივლისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
2025 წლის სექტემბრიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.