ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნატო ხუჯაძე

ნატო ხუჯაძე

ნატო ხუჯაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1971 წლის 5 იანვარს თერჯოლის რაიონში.

განათლება

1988 წელს დაამთავრა თერჯოლის რაიონის N 2 საშუალო სკოლა.

1994 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება

1995 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

1995-2026 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურაში.

2006-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2016-2021 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2021-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.