ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნატა თედეშვილი

ნატა თედეშვილი

ნატა თედეშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1966 წლის 6 იანვარს ქარელის რაიონში.

განათლება

1982 წელს დაამთავრა ქარელის რაიონის სოფელ ავლევის საშუალო სკოლა.

1985 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი საქმისწარმოების ორგანიზაციის სპეციალობით.

1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება

1989-1994 წლებში იყო რუსთავის სასამართლოს სხდომის მდივანი.

1994-2001 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის რუსთავის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატი.

2001-2003 წლებში იყო ქარელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2003 წელს დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

2005-2007 წლებში ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.

2011 წლის მარტიდან ნოემბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში.

2011-2013 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

2013 წლის იანვრიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2023 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.