ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნანა ციკოლია

ნანა ციკოლია

მაგისტრატი მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1983 წლის 5 აპრილს ქ. გალში

განათლება

2000 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N160 საშუალო სკოლა

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სოციალურ-პოლიტიკური და იურიდიული მეცნიერების ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2008 წელს ჩააბარა საარჩევნო მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა.

2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2023-2025 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა და ჟურნალისტთა ასოციაციაში იურისტად.

2005-2006 წლებში მუშაობდა კავშირ "ნაციონალური ინტეგრაციის ცენტრის" ადვოკატად.

2006-2007 წლებში მუშაობდა იურიდიული ფორმა კ.ს. "ქირია და პარტნიორების" ადვოკატად.

2006-2012 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ადვოკატი.

2008-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" აპარატში.

2011-2012 წლებში იყო ამომრჩეველთა დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრი.

2022-2023 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ადვოკატი.

2025 წლის ივლისიდან არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში.

2025 წლის ივლისიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.