პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 23 ნოემბერს ქ. თბილისში.
განათლება
1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი პრესის თეორიისა და პრაქტიკის განყოფილების ჟურნალისტიკის სპეციალობით.
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2007 წელს სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო ცენტრში გაიარა სასწავლო კურსი - პიროვნული რესურსების მენეჯმენტი.
2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2014-2015 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1997 წელს იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა ა შპს „აუდიტ-ცენტრში“.
2003 წელს მიენიჭა მეორე კლასის იურისტის სპეციალური წოდება.
1997-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონსულტანტის, უფროსი კონსულტანტის, იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწის, სასამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სექტორის უფროსის, ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსისა და სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 2001 წელს არჩეულ იქნა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრად.
2008-2015 წლებში მუშაობდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ იურისტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმხილველი პირის/სემეკთან ურთიერთობის კოორდინატორის თანამდებობებზე.
2016 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.