პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1985 წლის 14 ივლისს ქ. თბილისში.
განათლება
2002 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N86 საჯარო სკოლა.
2006 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართალში.
2008 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით.
2011 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი.
2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2014 წელს გამოქვეყნებული აქვს სტატია სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში ,,თემიდა“ თემაზე - ,,დაზღვევის ხელშეკრულების დადების მომენტი საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის მიხედვით.
სამუშაო გამოცდილება
2007-2008 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.
2008-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2023 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.